სტაბილური ინვესტიცია

როდესაც უძრავი ქონების შეძენას აპირებ და შესაბამისად მის საინვესტიციო სარგებლობაში გამოყენებას ფიქრობ, აუცილებელია მიმოვიხილოთ თუ როგორ ხდება ქონების გადაქცევა ფულად კაპიტალად.

ა ბლოკის წლიური შემოსავალი საშუალოდ 65 000$

ბ ბლოკის წლიური შემოსავალი საშუალოდ 48 000$

უნდა ითქვას, რომ ინვესტიციური გარემო ეს არის კომპლექსური ცნება და გულისხმობს ინვესტიციების განთავსებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. უფრო სიზუსტით, რომ ითქვას, იგულისხმება თუ რამდენად ხელსაყრელია კაპიტალდაბანდება როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. შემოსავალი კაპიტალზე,რომელიც ინგლისური აბრევიატურით – ROI-თი არის ცნობილი, არის კომპანიის შემოსავლიანობის ფარდობითი მაჩვენებელი. მისი დანიშნულებაა, აჩვენოს, რამდენად მომგებიანია საქმე მასში ჩადებული კაპიტალის გათვალისწინებით, რაც ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ჩვენს ქვეყანაში ROI-ს მიმზიდველობის გამო უძრავი ქონების საინვესტიციო სქემების მიმართ მზარდი ინტერესი შეინიშნება.

ROI - ითვალისწინებს ყველა მოსალოდნელ ხარჯს რომელიც დაკავშირებულია ქონებაში ინვესტირებასთან, ამიტომ ინვესტორს აძლევს უკეთეს სურათს. ROI ზუსტად აჯამებს თანაფარდობას, თუ რა თანხას აბანდებ უძრავ ქონებაში და რა შემოსავალს იღებ მისგან. შესაბამისად, თუ შენ გინდა, მეტნაკლებად ზუსტად გამოთვალო ინვესტიციიდან მიღებული შემოსავალი, უნდა გამოიყენო ფორმულა, რომელიც განკუთვნილია ROI-თვის. თუ შენ გინდა გამოთვალო წლიური სუფთა შემოსავალი (ROI) მაშინ ის უნდა გავყოთ ქონების სრულ ღირებულებაზე და გავამრავლოთ 100-ზე. ასე შენ მივიღებ მოგებას პროცენტის სახით, რაც მიგვანიშნებს, რამდენ წელში შეძლებ განხორციელებული ინვესტიციის უკან მიღებას.

უძრავი ქონების ფონდები მიმზიდველი ინვესტიციაა არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ მსხვილი ინვესტორებისთვისაც.

სტანდარტი აღიარებს ქონების შეფასების ორ მიდგომას:

გაყიდვების შედარება

შემოსავლების კაპიტალიზაცია

გაყიდვების შედარების მეთოდი აღიარებს ბაზარზე არსებულ ფასებს და თუ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია, გაყიდვების შედარების მიდგომა წარმოადგენს ყველაზე სისტემურ მიდგომას.

შემოსავლის კაპიტალიზაციის მეთოდით მიჩნეულია, რომ უძრავი ქონების ღირებულება ფორმირდება ამავე ქონებიდან მისაღები შემოსავლის შედეგად.

უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების მიმართ პრაქტიკაში გამოიყენება რამდენიმე ძირითადი მიდგომა, რომელთაგან ერთ-ერთია შემოსავლების მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს საბაზრო ღირებულებას ობიექტის გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლების ერთიანობის საფუძველზე, პირდაპირი კაპიტალიზაციის გამოყენების გზით.



შემოსავლების კაპიტალიზაციის მიხედვით მიდგომა შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი კაპიტალიზაციის მეთოდით, რაც ნიშნავს ამ ხუთი კომპონენტის დაჯამებას:

შემოსავლის ურისკო განაკვეთი – %

ქვეყნის რისკი – %

უძრავ ქონებაში ინვესტირების რისკი – %

უძრავი ქონების დაბალ ლიკვიდურობა – %

საინვესტიციო მენეჯმენტზე – %


საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ უძრავი ქოენბის ფასი 2022 წლიდან 2023 წლმადე 10 % გაიზარდა. 2024 წლიდან კი ექსპერტები ვარაუდობენ რომ ეს მაჩვენებელი 12 %-ით გაიზრდება.