ბათუმი შენი მომავლის ქალაქი

ტურისტულად ყველაზე განვითარებადი რეგიონი, შავის ზღვის სანაპიროზე

ქმნის ფასდაუდებელ შესაძლებლობებს იმპორტისა და ექსპორტისთვის, საერთაშორისო ბიზნესისთვის, უცხოური ბიზნეს ინვესტიციებისთვის და ა.შ.

საქართველოს ოთხი მხრიდან ესაზღვრება შავი ზღვა, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, ის არის სატრანზიტო დერეფანი ზღვასა და ხმელეთზე მრავალფეროვანი გასასვლელით.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ეხება ბიზნესის კეთების სიმარტივეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გლობალურ რეიტინგში კი საქართველო ყოველთვის წამყვან პოზიციებზეა.

ჩვენს ქვეყანაში აჭარა არის რეგიონი, რომელიც ხშირად ექცევა უცხოელი ინვესტორების ყურადღების ცენტრში თავისი გეოგრაფიული არეალის, ბუნებრივი გარემო პირობების და სტრატეგიული მდებარეობის გამო.

ბოლო წლების ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ტურისტულად მოთხოვნადი, ევროპის ქალაქებს შორის. ზედიზედ მეოთხედ „ ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების“- ტიტულის მფლობელი.

ეს ბათუმია

ქალაქი - გამორჩეული კლიმატური პირობებით ოთხივე სეზონზე. დღეების უმეტესი ნაწილი მზიანი. ზღვის წყლის ტემპერატურა 6 თვის განმალობაში თბილი და სასიამოვნო. ჰავა-სუბტროპიკული.

ქალაქი- თანამედროვე, კომფორტული ქუჩებით და მოედნებით, ახალი და ძველი არქიტექტურული შენეობებით, ზღვისპირა ბულვარით, ბოტანიკური ბაღით, მსოფლიო ბრენდებით, გასართობი და სათამაშო ბიზნესით. აქვე უნდა აღინიშნოს რომ საქართველო ახლომდებარე, მეზობელ ქვეყნებს შორის ერთადერთია სადაც სათამაშო ბიზნესი ნებადართული და განვითარებულია, რაც ტურისტულ აქტივობას კიდევ უფრო მზარდს ხდის, განურჩევალდ სეზონისა.

მოსახლეობის სიმცირის მიუხედავად, ბათუმი ისეთი წამყვანი ბრენდბის სასტუმროებითაა წარმოდგენლი როგორებიცაა: შერატონი, რედისონი, მერიოტი, ჰილტონი, ლე მერიდიანი. რაც უკვე თავისთავსდ გულისხმობს საინვესტიციო სტაბილურობას და მსოფლიოს დაინტერესებს აჭარის რეგიონით.და მაინც რატომ არის აჭარა საინვესტიცოდ მიმზიდველი ადგილი:

სტაბილური და განვითარებადი გარემო - საქართველოს კანონმდებლობა იცავს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ბიზნესს და გამოყენებულ ინვესტიციებს.

ბიზნესის კეთების მაღალი სიმარტივე - მონაცემები მიუთითებს, რომ რეგიონში რეგისტრირებული უცხოური და უცხოურ-ქართული წარმოების, ინვესტიციის და ბიზნესის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

ქონების გადასახადის მოქნილი კანონი - საკუთრების გადასახადი 0%

ბინადრობის ნებართვისკენ მიმავალი გზა- საქართველოში ქონების ფლობა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ბინადრობის უფლება და ლეგალურად მართოთ ქონება თუ ბიზნესი.

სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა - ბათუმს აქვს წვდომა ზღვაზე, ხმელეთსა და ჰაერზე. თურქეთის საზღვართან ახლო მდებარეობა ქალაქის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ აქტივს მატებს. ბათუმს აქვს საერთაშორისო აეროპორტი და ასევე საერთაშორისო სატრანზიტო გზა.