ზღვისა და მთის სინთეზი. საცხოვრებელი პროექტის განსაკუთრებულობა მისი ადგილმდებარეობით იწყება. თუ შენთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ჯანსაღი გარემო, ხარისხი, კომფორტი და უსაფრთხოება, მაშინ iVillas უნიკლაური პროექტი და მდებარეობა სწორედ ის ადგილია.
კომპლექსი iVillas მდებარეობს ბათუმის სუბტროპიკულ ზონაში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში- „მწვანე კონცხი“. ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან 500 მეტრში. ტერიოტორია გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, სადაც იშვიათი სახეობის, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მცენარეა გაშენებული.
პროექტის არქიტექტურა და სამშენებლო მასალების ხარისხი ჰარმონიულად ერწყმის კლიმატსა და რელიეფს წელიწადის ოთხივე სეზონზე. ტერიტორიაზე არსებული სერვისები კი ხელს უწყობს კომფორტულ დასვენებასა და განტვირთვას. მათი ერთობლიობა კი პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
კომპანიის პირველ სამშენებლო მიმართულებადაც ამიტომ შეირჩა მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია. ბათუმის ბოტანიკური ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და მდიდარი ბაღია.
ზღვის დონიდან 220 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გაშენებულია 111 ჰექტარზე. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. ბაღში მრავალი სახეობისა და ჯიშის ასწლოვანი მცენარეა. გამორჩეულია ტროპიკული და მარადმწვანე ხეების მრავალფეროვნებით. ბაღიში ერთნაირად ხარობს როგორც კოლხეთის ტყის ნაკრძალი ასევე განსხვავებული კლიმატური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები.
ბოტანიკური ბაღი
2023 წელს World Travel Award-ის დაჯილდოვებაზე ნომინაციაში ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღი 2023, მთავარი ჯილდო
ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა
მიიღო. ის თავისი უნიკალურობით მსოფლიო ბაღების ხუთეულში შევიდა. ვამაყობთ რომ ამ უნიკალური რეკრეაციის ნაწილი ვართ.